LIVE

Amazon-ის საბაზრო ფასი წელს $1 ტრილიონით შემცირდა

10 ნოე 202214:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 543
Amazon-ის საბაზრო ფასი წელს $1 ტრილიონით შემცირდა
Alex Kraus/Bloomberg

Amazon.com არის მსოფლიოში პირველი საჯარო კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულება ერთ წელიწადში ტრილიონი დოლარით შემცირდა. მზარდმა ინფლაციამ, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ და მოგების პროგნოზის შემცირებამ წელს კომპანიის აქციების ისტორიული გაყიდვა გამოიწვია. 

გუშინ ელექტრონული კომერციის ლიდერი კომპანიის აქციები 4,3%-ით დაეცა და შედეგად, მისი საბაზრო ღირებულება დაახლოებით $879 მილიარდამდე შემცირდა. გასული წლის ივლისში ეს მაჩვენებელი $1,88 ტრილიონი იყო

მიმდინარე წელს შემცირდა კომპანიის გაყიდვები, რადგან მომხმარებლები პანდემიამდელ ქცევას დაუბრუნდნენ.

Bloomberg-ის მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, წლის დასაწყისიდან, კომპანიის თანადამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ქონება დაახლოებით $83 მილიარდით შემცირდა. ამჟამად მილიარდერების სიაში $109-მილიარდიანი ქონებით ის მე-4 ადგილს იკავებს.

მსგავს ტენდენციას აჩვენებს Microsoft-იც. 2021 წლის ნოემბრის რეკორდული ღირებულების შემდეგ, მისი კაპიტალიზაცია $889 მილიარდით შემცირდა. 

2022 წელი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის მძიმე წელი აღმოჩნდა. მოსალოდნელი რეცესიის შიშმა სექტორში განწყობებზე კიდევ უფრო უარყოფითად იმოქმედა. შედეგად, შემოსავლების მიხედვით, ხუთი წამყვანი ამერიკული კომპანიის საბაზრო ღირებულება თითქმის $4 ტრილიონით შემცირდა.