LIVE

ჩინეთი $17 მლრდ-ის ღირებულების 140 Airbus-ის შეკვეთას ადასტურებს

06 ნოე 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 599
ჩინეთი $17 მლრდ-ის ღირებულების 140 Airbus-ის შეკვეთას ადასტურებს

ჩინეთის თვითმფრინავების შემსყიდველმა სახელმწიფო სააგენტომ ოფიციალურად მოაწერა ხელი 140 Airbus თვითმფრინავის ყიდვის ბრძანებას. ხელმოწერა ჩინეთში გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ვიზიტის დროს შედგა. 

China Aviation Supplies (CAS) ჰოლდინგის განცხადებით, შეკვეთის ჯამური ღირებულება დაახლოებით $17 მილიარდია.  

ნასყიდობის ხელშეკრულება მოიცავს 132 ევროპული მწარმოებლის A320 სერიის თვითმფრინავს და რვა A350 თვითმფრინავს. 

ჩინეთის სამმა უმსხვილესმა სახელმწიფო ავიაკომპანიამ ივლისში პირობა დადო, რომ ჯამში 292 Airbus თვითმფრინავს შეიძენს, რაც COVID-19 პანდემიის შემდეგ ჩინეთის ავიაკომპანიების უდიდესი შეკვეთაა.