
გაერთიანებული სამეფოს ზარაფხანა ჰარი პოტერის პირველი წიგნის გამოსვლიდან 25 წლის აღსანიშნავად სამახსოვრო 50 პენსის ღირებულების მონეტებს უშვებს.
პირველ მონეტაზე გამოსახული თავად ჰარი პოტერია. სერიის ფარგლებში სულ ოთხი მონეტის გამოშვება იგეგმება. დანარჩენ საიუბილეო მონეტებზე გამოსახული იქნება ალბუს დამბლდორი, ჰოგვარტსის სკოლა და ჰოგვარტსის ექსპრესი. აქედან ორი ხელმისაწვდომი წელს გახდება, ორი კი - მომავალ წელს.
სერიაში ასევე შედის ლიმიტირებული მონეტები, რომლებზეც ელვა და რიცხვი 25 იქნება გამოსახული. ისინი შესამჩნევი მხოლოდ მკვეთრი განათების ქვეშ მოთავსებისას გახდება.
სერიის ფარგლებში წელს გამოშვებულ მონეტებზე გარდაცვლილი დედოფალი ელისაბეტ II-ის პორტრეტი განთავსება, მომავალ წელს გამოშვებულებზე კი - მეფე ჩარლზ III.
წიგნი "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" 1997 წელს გამოვიდა და 120 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. წიგნი 79 ენაზე ითარგმნა.
ჰარი პოტერის მონეტის შეძენა შესაძლებელია სამეფოს ზარაფხანის ვებგვერდზე.