LIVE

Parler ინტერნეტში ბრუნდება

16 თებ 202113:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 388
Parler ინტერნეტში ბრუნდება
Olivier Douliery/AFP/Getty Images

Parler ინტერნეტში რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. სოციალური მედიის საიტი ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეებით იყო ცნობილი და კაპიტოლიუმზე შეტევის შემდეგ ტექ. გიგანტების ძალისხმევით ინტერნეტიდან გაითიშა.

იანვარში Amazon-მა მისი ღრუბლოვანი სისტემით საიტის ტექნიკურ უზრუნველყოფაზე უარი თქვა. ამის მიზეზი Parler-ის მხრიდან ძალადობის წამქეზებელი პოსტების დაშვება იყო. Apple და Google-მა Parler-ის აპი თავიანთი აპლიკაციების მაღაზიებიდან ამოიღეს, რაც ახალი მომხმარებლებისთვის აპის ჩამოტვირთვას თითქმის შეუძლებელს ხდიდა.

საიტი ჯერჯერობით სრულად გამართული არ არის. ზოგიერთი მომხმარებელი ტექნიკური ხარვეზებს აღნიშნავს. მათი თქმით, პრობლემები იქნება საიტზე შესვლის ან ფიდის განახლების დროს. პირადი შეტყობინებები გამორთულია, მაგრამ საიტის ძირითადი მონახაზი ონლაინზეა.

როგორც The Washington Post იტყობინება, Parler ონლაინ რეჟიმში დასაბრუნებლად ლოს-ანჯელესში დაფუძნებულ ღრუბლოვან ჰოსტინგ კომპანიას, სახელწოდებით SkySilk-ს იყენებს.