LIVE

Gazprom-ის CEO: გაზის მარაგის მიუხედავად, შეიძლება ევროპა გაიყინოს

12 ოქტ 202219:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 583
Gazprom-ის CEO: გაზის მარაგის მიუხედავად, შეიძლება ევროპა გაიყინოს

Gazprom-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კონტინენტმა გაზის მარაგები თითქმის სრულად შეავსო, ევროპელებს ზამთრის ძალიან ცივ დღეებში გაყინვა ემუქრებათ.  

"ზამთარი შეიძლება შედარებით თბილი იყოს, მაგრამ ერთი კვირა ან თუნდაც ხუთი დღე უჩვეულოდ ცივი იქნება და ღმერთმა არ ქნას, მაგრამ შესაძლებელია, მთელი ქალაქები და მიწები გაიყინოს", - განაცხადა Gazprom-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსეი მილერმა დღეს მოსკოვში გამართულ ენერგეტიკის კვირეულზე.

ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, მილერი ვარაუდობს, რომ ზამთრის პიკურ დღეებში, ევროპას შესაძლოა, დააკლდეს დღეში დაახლოებით 800 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, რაც მისი მთლიანი მოხმარების მესამედია. 

დაძაბული ურთიერთობების ფონზე, ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთი ევროპას გაზის მიწოდებას უწყვეტს. მილერის თქმით, Gazprom ევროპას ზამთრის ყველაზე მოთხოვნად პერიოდში დღეში 600 მილიონიდან 1,7 მილიარდ კუბურ მეტრამდე აწვდიდა. მისივე თქმით, საწვავის იმპორტის ცვლილებების გამო, მიწისქვეშა გაზის საწყობებზე ევროპის დამოკიდებულება გაიზარდა. 

მილერი ასევე ამბობს, რომ ევროპული გაზის მარაგები დაახლოებით 91%-ით არის შევსებული. ყველაზე პესიმისტური შეფასებები აჩვენებს, რომ მარტში ობიექტებში საწვავის 5% იქნება შენარჩუნებული. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია