LIVE

ვიეტნამიდან ყავის ექსპორტმა 4-წლიან მაქსიმუმს მიაღწია

08 ოქტ 202213:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 572
ვიეტნამიდან ყავის ექსპორტმა 4-წლიან მაქსიმუმს მიაღწია

ვიეტნამიდან ყავის ექსპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. საბაჟო დეპარტამენტის მონაცემებით, 2021-2022 წლებში ქვეყანამ ექსპორტზე 1,73 მილიონ ტონაზე მეტი ყავა გაიტანა, რაც გასული 4 წლის განმავლობაში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. 

ექსპორტის მატების მიზეზი მოსავლიანობის ზრდაა. მოვაჭრეებისა და ექსპორტიორების საშუალო შეფასებით, 2021-2022 წლებში ქვეყანამ  1,294 მილიონი ტონა ყავა მოიპოვა. 

ვიეტნამის ყავისა და კაკაოს ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მაღალმთიან სარტყელში ყავის სეზონი უკვე დაწყებულია და ნოემბრის მეორე ნახევარში მოსავლის რეკორდულად დიდ რაოდენობას მოელიან.

მიუხედავად ამისა, ასოციაციის წევრები მომავალ წელს ზრდის ტენდენციას არ ელიან. მათი შეფასებით, 2022-2023 წლებში მოსალოდნელია წარმოების 10%-იანი შემცირება.

გლობალური მოთხოვნის მატების პარალელურად, მცირდება ყავის მიწოდების რაოდენობა. მსოფლიოს ყავის უმსხვილესი ექსპორტიორის, ბრაზილიის წარმოების მაჩვენებელი ამ დროისთვის რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა. შესაბამისად, ეს ვითარება წარმოშობს დეფიციტს და ყავის მზარდ ფასებს განაპირობებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მაი ნგოკ ჩაუ