LIVE

SOLO-ს მხარდაჭერით SITUATIONIST-ი პარიზის მოდის კვირეულზე წარდგა

07 ოქტ 202216:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 493
SOLO-ს მხარდაჭერით SITUATIONIST-ი პარიზის მოდის კვირეულზე წარდგა

ქართული ბრენდი SITUATIONIST-ი პარიზის მოდის კვირეულზე SOLO-ს მხარდაჭერით წარდგა. 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება ამჯერად ციფრული ფორმატით გაიმართა.

„კოლექციაზე მუშაობის პროცესში შევეცადეთ ხელახლა გამოგვეყენებინა ის სილუეტები, რომლებიც თავიდანვე ჩაიდო ბრენდის დნმ-ში. ჩვენ გავაერთიანეთ SITUATIONIST-ის ყველაზე პოპულარული სილუეტები და თავი მოვუყარეთ ჟურნალში. ახალი კოლექციის შექმნისას სწორედ ეს ნიმუშები გამოვიყენეთ. ჩვენი სურვილია, ნებისმიერ ადამიანს მივცეთ SITUATIONIST-ის საფირმო ფორმებისა და კონსტრუქციების გამოყენების შესაძლებლობა, რათა მათ ამ ნიმუშების შეცვლა და სათანადოდ მორგება, საყვარელი ქსოვილის, დეტალებისა და ფორმების დამატება შეძლონ“, - ამბობს SITUATIONIST-ის კრეატიული დირექტორი, ირაკლი რუსაძე.

SITUATIONIST-ი, პარიზის მოდის კვირეულზე უკვე მეხუთედ იყო წარმოდგენილი. ახალ სეზონზე ირაკლი რუსაძემ ძველი ქსოვილების გამოიყენება შეძლო, მათ შორის, თბილისში აღმოჩენილი 1980-იანი წლების აბრეშუმის. ამ კოლექციის კლასიკური კოსტიუმები კერვის ტრადიციული პროცესების დაცვით შეიქმნა. როგორც SITUATIONIST-ის ყველა კოლექციაში, აქაც, ყველა ნაქსოვი ხელით, უახლესი ტექნიკების გამოყენებით არის შესრულებული, რაც მათ ხელწერას წარმოადგენს.

ახალი კოლექციის წინასწარი შეკვეთა ექსკლუზიურად SOLO-ს მომხმარებლებისთვის 15 ოქტომბრიდან დაიწყება. SOLO-ს და WM-ის მომხმარებლები 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

შეგახსენებთ, SITUATIONIST-ი მოდის სამყაროში ერთ-ერთ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე პირველად 2020 წელს მოხვდა, სადაც დიზაინერმა ირაკლი რუსაძემ 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექცია წარმოადგინა.

SITUATIONIST-ის დიზაინერებმა ირაკლი რუსაძემ და დავით გიორგაძემ ბრენდი 2015 წელს შექმნეს.

(R)