LIVE

Hermes-ის ჩანთა სოტბის აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

02 ოქტ 202212:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 501
Hermes-ის ჩანთა სოტბის აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა
Hermes Himalaya Retourne Kelly 25

Hermes-ის ჩანთა, Kelly, სოტბის აუქციონზე ყველა დროის რეკორდულ ფასად გაიყიდა, სხვა ძვირადღირებულ ჩანთებთან შედარებით, რაც კი ამ აუქციონზე გაყიდულა ოდესმე. 

პარიზში გამართულ აუქციონზე Himalaya Retourne Kelly-ში 352,800 ევრო გადაიხადეს, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ლუქს ბრენდების ნივთებში ინვესტირება სულ უფრო პოპულარული ხდება შეძლებულ შემსყიდველებს შორის.

მარგალიტის ფერში გადაწყვეტილმა ნიანგის ტყავისგან დამზადებულმა ჩანთამ, რომელიც დათოვლილი მთების პეიზაჟის ერთგვარ განსახიერებას წარმოადგენს, აუქციონზე სოტბის მიერ წინასწარ ნავარაუდევ ღირებულებას სამჯერ გადააჭარბა. 

"ეს მოდელი განიხილება როგორც რეალური გრძელვადიანი ინვესტიცია. ამასთან ის ერთ-ერთი რთულად მოსაპოვებელი ჩანთაა," განმარტა სოტბის ჩანთების და აქსესუარების გლობალურმა ხელმძღვანელმა, მორგან ჰალიმიმ. მისი თქმით, წელს დამზადებული ჩანთის საწყისი ფასი საცალო ქსელში "რამდენიმე ათეული ათასი ევროა". 

როგორც ირკვევა, ბაიერები, რომლებიც უმეტესწილად 30-40 წლის ქალები არიან, უპირატესობას შედარებით მცირე ზომის ძვირადღირებულ ჩანთებს ანიჭებენ. 

ჩანთას, რომლის გამოშვება Hermes-მა 1930-იანებში დაიწყო, სახელი Kelly მონაკოს პრინცესის, გრეის კელის საპატივსაცემოდ ერგო. მას შემდეგ, რაც პრინცესა სწორედ ამ მოდელით ხელში აღბეჭდეს ფოტოზე 1956 წელს, როცა ის სწორედ ამ ჩანთით ცდილობდა პირველი ორსულობის დამალვას პაპრაცებისგან. 

ძვირადღირებული ჩანთის რეკორდული ფასი ამ დრომდე კრისტის აუქციონს ეკუთვნის, რომელმაც ფრანსუა პინოს ნაქონი Himalaya Retourne გასული წლის ნოემბერში 510,000 დოლარად გაასხვისა. თუმცა იმ მოდელს ბრილიანტები ამშვენებდა და თან, ოდნავ უფრო დიდი იყო, ვიდრე სოტბის მიერ გაყიდული ჩანთა.

3 ნოემბრიდან კრისტი კიდევ ერთ აუქციონს გეგმავს, სადაც ასევე წელს დამზადებული Himalaya Sellier-იც იქნება წარმოდგენილი გასაყიდად. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია