LIVE

ინფრასტრუქტურული პროექტების ფასთა ინდექსაცია ამოქმედდება

29 სექ 202215:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 698

მთავრობამ ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ინდექსაციის მოდელთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა. 

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სპეციალური ინდექსი უკვე შეიმუშავა, რომელიც კერძო სექტორისთვის ხელმისაწვდომი 1-ელი ოქტომბრიდან იქნება.

აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ინდექსაციას ერთჯერადი სახე აქვს და ახალი კომპანიების ჩართვა უკვე შეზღუდულია. მთავრობის განკარგულებით კერძო კომპანიებს 30 დღიანი ვადა ჰქონდათ, რომ ინდექსაციაში მონაწილეობა მიეღოთ.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ინფორმაციის ნაკლებობის გამო მცირე კომპანიების ნაწილი ინდექსაციის პროგრამის მიღმა დარჩა. ამასთან, კერძო სექტორს კვალ შენიშვნები აქვს ჩამკეტ ზღვართან დაკავშირებით. კერძოდ, ფასთა ინდექსაცია გაზრდილი თანხების მაქსიმუმ 10% აანაზღაურებს, თუმცა ის პროექტის სრულ ღირებულებაზე არ გავრცელდება და მხოლოდ მის 70%-ს შეეხება, რაც ბუნებრივია კერძო კომპანიების ზარალს სრულად ვერ დაფარავს.

"თუ გაიაფდა კონკრეტული სამშენებლო მასალები ჯამურად, კომპანიამ შესაძლოა ნაკლები ანაზღაურება მიიღოს ვიდრე ამას კონტრაქტით მიიღებდა. ეს სისტემა სწორედ ორმხრივობით არის სამართლიანი, რადგან თუ სახელმწიფოსგან ვითხოვთ თანხის მომატებას, მზად უნდა ვიყოთ ნაკლები თანხის მისაღებადაც“,- განაცხადა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ანა საბახტარიშვილმა „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინდექსაციის მოდელის ამოქმედების საკითხი კიდევ ერთხელ რეგიონში მიმდინარე ომის და მორიგ ჯერზე გაძვირებული სამშენებლო მასალების ფონზე გააქტიურდა.