LIVE

Porsche-ს აქციები საფონდო ბირჟაზე განთავსდა

29 სექ 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 561
Porsche-ს აქციები საფონდო ბირჟაზე განთავსდა

მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათის წინ საფონდო ბირჟაზე Porsche-ს აქციები პირველად განთავსდა, ავტომწარმოებლის ღირებულება უკვე 1.8%-ით გაიზარდა. აქციების ზრდა ინვესტორების მხრიდან ძლიერმა მოთხოვნამ განაპირობა.

პირველად საჯარო შეთავაზებაში (IPO) Volkswagen Group-ის შვილობილი კომპანიის საბაზრო ღირებულება 75 მილიარდი ევროა. ეს კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ლისტინგია.

საფონდო ბირჟაზე Porsche-ს დებიუტი იმ ფონზე ხდება, როდესაც გლობალური ავტოინდუსტრია დიდი გამოწვევების წინაშეა, რამდენადაც მზარდი ინფლაციის, საპროცენტო განაკვეთების ზრდისა და რეცესიის საფრთხის გამო ინვესტორები მუდმივად ფრთხილობენ. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სვეტა კოპინაჰი