LIVE

კრიპტო სტარტაპი Bitnet საქართველოში ფულის მართვის ინოვაციურ სისტემას ნერგავს

29 სექ 202210:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 621
კრიპტო სტარტაპი Bitnet საქართველოში ფულის მართვის ინოვაციურ სისტემას ნერგავს

კრიპტო აქტივებით მოსარგებლეებმა კარგად იციან, რამდენად ჩახლართული, დამაბნეველი და დროში გაწელილი შეიძლება იყოს ზოგიერთი პროცესი.

ამ რთული პროცესების გამარტივების და აჩქარების მიზნით, Bitnet-მა შექმნა ინოვაციური პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებისთვის სულ რამდენიმე დღეში გახდება ხელმისაწვდომი და ერთ სივრცეში გააერთიანებს ყველა იმ ფუნქციას, რომელიც ციფრული აქტივების მართვას ბევრად მარტივს და უსაფრთხოს გახდის.

საწყის ეტაპზე, პლატფორმაზე ამოქმედდება Exchange სერვისი, რომლითაც აქტივების სასურველ ვალუტაში გადაცვლა სულ რამდენიმე წუთში იქნება შესაძლებელი. Bitnet.ge-ს ეტაპობრივად დაემატება გადახდის, ტრანზაქციების, სესხების, ანაბრებისა თუ სხვა ფინანსური ოპერაციების შესრულების ფუნქციები.

პლატფორმასთან ერთად, სტარტაპი აპლიკაციის შექმნაზეც მუშაობს. თუმცა, ვიდრე პლატფორმა გაეშვება, მომხმარებლებს ერთგვარ WaitList-ში შეუძლიათ მოხვედრა, რომლის საშუალებით მიიღებენ დამატებით ბენეფიტებს Bitnet-ისგან და სიახლეებსაც პირველები შეიტყობენ.

ამ ვიდეოდან გაიგებთ, თუ როგორ იქმნება Bitnet და ვინ ქმნის მას.

(R)