LIVE

დღეში რამდენიმე ჭიქა ყავასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს შორის შესაძლოა, კავშირი იყოს

02 ოქტ 202221:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 188
დღეში რამდენიმე ჭიქა ყავასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს შორის შესაძლოა, კავშირი იყოს

დღეში 2-3 ფინჯანი ყავის დალევასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს შორის შესაძლოა, კავშირი არსებობდეს. 

კვლევა, რომელიც დაფქული, უკოფეინო და ხსნადი ყავის მოხმარების ანალიზს მოიცავს, ასკვნის, რომ ყავის მოხმარება ჯანსაღი ცხოვრების სტილის ნაწილად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

Baker Heart and Diabetes Research Institute-ის პროფესორი პიტერ კისტლერი, რომელიც კვლევის ავტორია, აღნიშნავს, რომ დაფქული, ხსნადი და უკოფეინო ყავა გულსისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებულ ავადობასა და ამით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებასთან ასოცირდება.

კვლევა გაერთიანებული სამეფოს ბიობანკზე დაყრდობით შეისწავლის კავშირს ყავის ტიპებსა და გულის მუშაობის რიტმს, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებსა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს შორის.

პროფესორი კისტლერის თქმით, კოფეინი ყავის ყველაზე ცნობილი შემადგენელია, მაგრამ ეს სასმელი 100-ზე მეტ სხვა ბიოლოგიურად აქტიურ კომპონენტს შეიცავს.

მისივე თქმით, ნებისმიერი ტიპის ყავის მოკრძალებული რაოდენობით დალევა გულის მუშაობას პრობლემას არ უქმნის და ჯანსაღი ქცევაა. 

ხსენებული კვლევა 449,563 ადამიანს აერთიანებს, რომელთაც კითხვარის მეშვეობით უნდა გაეცათ პასუხი კითხვაზე, თუ რა ტიპის (დაფქული, ხსნადი ან უკოფეინო) და რამდენ ფინჯან ყავას სვამდნენ დღეში.

პასუხებზე დაყრდნობით, გამოკითხულთა შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა ხსნადი ყავა (44.1%), მას მოჰყვებოდა დაფქული ყავა (18.4%), ბოლო ადგილზე კი მოხვდა უკოფეინო ყავა (15.2%).

კვლევაში მონაწილე 100,510 ადამიანი ყავა არ მოიხმარს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია