LIVE

განახლებული Fintech.ge საქართველოს ბანკისგან

27 სექ 202212:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 325
განახლებული Fintech.ge საქართველოს ბანკისგან

საქართველოს ბანკი მუდმივ რეჟიმში ცდილობს მოერგოს მომხმარებლის საჭიროებებსა და ინტერესებს. სწორედ ამ მიზნით ბანკმა ტექნოლოგიით დაინტერესებულ ადამიანებს განახლებული Fintech.ge შესთავაზა.

Fintech.ge-ზე მუდმივად ხელმისაწვდომია საინტერესო სიახლეები, ანალიტიკური ბლოგები, ვლოგები, პოდკასტები. ასევე, განთავსებულია საინტერესო ინფორმაცია ფინანსურ და ტექნოლოგიურ მიღწევებზე, ციფრულ ტრანსფორმაციაზე, ინოვაციურ პროექტებზე, მონაცემთა მეცნიერებაზე.

Fintech.ge-ს ფარგლებში მომხმარებლები ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებული ადამიანების გაცნობასაც შეძლებენ, რომლებიც ინოვაციურ პროდუქტებს ქმნიან და მათ ყოველდღიურ ცხოვრებას უმარტივებენ. ასევე, Fintech.ge-ს მეშვეობით კიდევ უფრო მარტივია საინტერესო პანელურ დისკუსიებზე, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებებზე დასწრება.

„მოხარული ვართ, მომხმარებელს განახლებული და კომფორტული ციფრული პლატფორმა შევთავაზოთ. Fintech.ge-ზე მუდმივად ხელმისაწვდომი იქნება საინტერესო სიახლეები, განხილული იქნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემები. განახლებული პლატფორმა ასევე სასარგებლო იქნება ბიზნესისთვის, რადგან იქნება კარგი შესაძლებლობა და მოტივაცია, შექმნან კიდევ უფრო მეტი, საჭირო და ახალი პროდუქტები თუ სერვისები,“ - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკო სისტემის სამსახურის უფროსმა, გიორგი კინწურაშვილმა.

განახლებული პლატფორმის შესახებ ვიდეო განთავსებულია ბმულზე - https://fb.watch/fOlq90H0Fl/

(R)