LIVE

ახალი ერის დასაწყისი - ბრიტანეთი გადასახადებს ამცირებს

24 სექ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 788
ახალი ერის დასაწყისი - ბრიტანეთი გადასახადებს ამცირებს

ბრიტანეთის კანცლერმა კვასი კვარტენგმა, გასული 50 წლის განმავლობაში, ქვეყნის ისტორიაში გადასახადების შემცირების ყველაზე დიდი პაკეტი წარადგინა და მას ბრიტანეთის ეკონომიკისთვის "ახალი ერის დასაწყისი" უწოდა. 

შემცირდება საშემოსავლო და შეძენილი ქონების გადასახადი, ასევე ცნობილი გახდა, რომ ბიზნესს გადასახადები არ გაეზრდება.  

საშემოსავლო გადასახადის ძირითადი განაკვეთი 20%-დან 19%-მდე 2024 წლის აპრილის ნაცვლად, 2023 წლის აპრილიდან შემცირდება. ცვლილება იმ ადამიანებს შეეხებათ, ვინც 12,571-დან 50,270-მდე ფუნტს გამოიმუშავებს, რაც ნიშნავს, რომ სიახლე სარგებელს 31 მილიონზე მეტ ადამიანს მოუტანს. 

მოულოდნელი იყო 45%-იანი საგადასახადო ზღვრის 40%-მდე შემცირება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წელიწადში 150 000 ფუნტზე მეტს გამოიმუშავებენ. 6 აპრილიდან 50,270 ფუნტზე მეტი შემოსავლის მქონე ყველა პირს 40%-ს გადახდა მოუწევს. ცვლილება გადასახადს დაახლოებით 660 000 ფიზიკურ პირს შეუმცირებს.

არსებული 45%-იანი დამატებითი განაკვეთი "უფრო მაღალია, ვიდრე G7 ქვეყნებში, როგორიცაა აშშ და იტალია, ან სოციალ-დემოკრატიული ქვეყნებში, როგორიცაა ნორვეგია", - თქვა კვარტენგმა. 

ბიზნეს ჯგუფებმა გადაწყვეტილება მოიწონეს, ხოლო პროფკავშირებმა და ლეიბორისტულმა პარტიამ განაცხადეს, რომ ზომები სარგებელს მოუტანს მდიდრებს და ნაკლებად დაეხმარება მათ, ვისაც საშუალო შემოსავალი აქვთ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ემილი ეშტონი