LIVE

უკრაინა, საქართველო, აზერბაიჯანი და მოლდოვა თავისუფალ სავაჭრო ზონას ქმნიან

22 სექ 202213:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 860
უკრაინა, საქართველო, აზერბაიჯანი და მოლდოვა თავისუფალ სავაჭრო ზონას ქმნიან

ნიუ-იორკში დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის (სუამ) მინისტრთა შეხვედრის შემდეგ, საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ოქმს საქონლის ადგილ-წარმოშობის განსაზღვრის შესახებ, რაც სუამ-ის ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის წინაპირობაა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს სუამ-ის ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ეს განსაკუთრებით ეხება ვაჭრობის, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ საქართველო, აზერბაიჯანი და მოლდოვა ომის შედეგად დაზარალებული უკრაინის რეგიონების აღდგენაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.