LIVE

აშშ-ში რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შემდეგ აქციების ფასი დავარდა

22 სექ 202212:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 476
აშშ-ში რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შემდეგ აქციების ფასი დავარდა

აქციების ბაზარზე ვარდნა კიდევ უფრო გაღრმავდა, მას შემდეგ, რაც აშშ-იშ ცენტრალურმა ბანკმა (Fed) საპროცენტო განაკვეთები 75 საბაზისო პუნქტით გაზარდა, რის შედეგად ძირითადმა განაკვეთმა 3.0 - 3.25%-იან ნიშნულს მიაღწია. 

ამასთან, Fed-მა პოლიტიკის შემდგომ აგრესიულ გამკაცრებაზე მიუთითა.  

S&P 500 ინდექსი 0.7%-ით, Nasdaq 100 0,8-ით, Stoxx 600 კი 1.4%-ით შემცირდა. დოლარის ინდექსი რეკორდულ მაქსიმუმს მიუახლოვდა. აქციების ფასი დაეცა ჩინეთში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში. ოქრო ორწლიან მინიმუმამდე, ბრენტის ტიპის ნავთობი კი ბარელზე $89.65-მდე დაეცა.

აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა გუშინ განაკვეთის გაზრდის შემდეგ პირობა დადო, რომ Fed დაამარცხებს ინფლაციას და სამიზნე 2%-იან ნიშნულამდე ჩამოიყვანს.

ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთი 4.4%-ს, 2023 წელს კი 4.6%-ს მიაღწევს, რაც ნიშნავს, რომ ნოემბრის შეხვედრაზე, აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, სავარაუდოდ, ზედიზედ მეოთხედ, მოსალოდნელია 75 საბაზისო პუნქტიანი ზრდა. 

ექსპერტები მოელიან, რომ Fed-ის გადაწყვეტილება აზიაში სარისკო აქტივებზე ზეწოლას შეინარჩუნებს. დოლარის ძლიერი გავლენის გამო, ამან შეიძლება განსაკუთრებით დააზარალოს ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიები.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბრეტ მილერი