
გერმანიის მთავრობა სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის ქონებას ჩხრეკს.
მიუნხენის პროკურატურის განცხადებით, უსმანოვის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბავარიაში მილიარდერის ოცზე მეტი ობიექტი იჩხრიკება. ასობით ოფიცერი რუსეთის სანქცირებულ მოქალაქეს ეძებს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ განცხადებებში ძებნილის სახელი აღნიშნული არ არის, საკითხში გარკვეული პირის ინფორმაციით, საუბარია უსმანოვზე.
მილიარდერის პრესსპიკერმა ინფორმაციის მოთხოვნაზე კომენტარი არ გააკეთა.
უსმანოვს სანქციების დარღვევისთვის და ფულის გათეთრებისთვის ეძებენ. ის, სავარაუდოდ, ანაზღაურებას უხდიდა დაცვის თანამშრომლებს ბავარიაში ძვირადღირებული კომპლექსის მოვლის სანაცვლოდ. გამოძიება დაინტერესებულია მისი თანამშრომლებითაც.
Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, 69 წლის უსმანოვის ქონება $17,8 მილიარდს შეადგენს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კარინ მატუსეკი