LIVE

შვეიცარიაში რუსული ოქროს იმპორტმა ბოლო ორი წლის მაქსიმუმს მიაღწია

20 სექ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 482
შვეიცარიაში რუსული ოქროს იმპორტმა ბოლო ორი წლის მაქსიმუმს მიაღწია

შვეიცარიაში რუსული ოქროს იმპორტმა ბოლო ორი წლის მაქსიმუმს მიაღწია. 

შვეიცარიის ფედერალური საბაჟო ადმინისტრაციის მონაცემებით, გადამამუშავებელმა ჰაბმა აგვისტოში $324 მილიონის ღირებულების 5,7 ტონა რუსული ოქროს იმპორტი განახორციელა. ეს 2020 წლის აპრილის შემდეგ უდიდესი მაჩვენებელია.

ადმინისტრაციის განცხადებითვე, რუსული მეტალი ქვეყანაში გაერთიანებული სამეფოდან შევიდა, თუმცა მონაცემები ტვირთის გამოგზავნის ადგილის ნაცვლად, უფრო მეტად ორიენტირებულია იმაზე თუ სად გადამუშავდა ბოლოს ძვირფასი მეტალი.  

რუსული ოქროს იმპორტი პრობლემური კრემლის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გახდა. ის აშშ-ის, ევროკავშირისა და შვეიცარიის სანქცირებული პროდუქტის სიაშიც მოხვდა, თუმცა საბაჟო ორგანოს განცხადებით, 4 აგვისტომდე ექსპორტირებული ოქრო აკრძალვას არ ექვემდებარება. 

ზოგიერთმა ინვესტორმა შეიძლება მოისურვოს, რომ რუსული ოქრო შვეიცარიულ გადამამუშავებელ ცენტრებში გადაადნოს, რათა უფრო ადვილად გაყიდოს. 

არსებული სტიგმის მიუხედავად, ომამდე მოპოვებული ოქროს ვაჭრობა ჯერ კიდევ დაშვებულია ძირითად სავაჭრო ცენტრებში, მათ შორის, ლონდონში და ციურიხში. რუსეთი, რომელიც მსოფლიოში ოქროს მეორე უმსხვილესი მომპოვებელია, დიდი ბრიტანეთის ბაზრისთვის მთავარი მიმწოდებელი იყო.

რუსული ოქროს იმპორტს კვლავ ახორციელებს ჩინეთი, თუმცა მისი მოცულობა შედარებით მცირეა. აგვისტოში ქვეყანამ რუსეთისგან 0,3 ტონა ძვირფასი ლითონი იყიდა, რაც მისი მთლიანი ყოველთვიური იმპორტის - 182 ტონის მცირე ნაწილია. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ედი სპენსი