
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყებას კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია გეგმავს.
“ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, Air Moldova ოქტომბრიდან, თბილისი-კიშინეუს მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს.
კერძოდ, ფრენა კვირაში ორი სიხშირით, ორშაბათს და პარასკევს, Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.
ამასთან, ნოემბრიდან, ავიაკომპანია ფრენების ყოველკვირეული სიხშირის ოთხამდე გაზრდას გეგმავს.