
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მარტი-აგვისტოს პერიოდში, საქართველოში რუსეთის 796 600 მოქალაქე შემოვიდა, ქვეყნიდან კი 567 900 გავიდა. 228 000-ზე მეტ რუს ვიზიტორს საქართველო ჯერ არ დაუტოვებია.
„მარტი-აგვისტოს პერიოდში რუსეთიდან დაახლოებით, 228 000-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე გავიდა, ხოლო შესაბამისი მაჩვენებელი უკრაინელებისა და ბელარუსებისთვის 37 000 და 29 000 იყო“, - აცხადებენ PMC კვლევით ცენტრში.
ტურიზმის ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, 2022 წლის აგვისტოში რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით, 48 000-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა. უკრაინის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით, 3 600 იყო, ბელარუსის შემთხვევაში კი - 2 900.