LIVE

თურქეთს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანება სურს

19 სექ 202215:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 620
თურქეთს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანება სურს
Oliver Bunic/Bloomberg

თურქეთს სურს გაწევრიანდეს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში (SCO), რომელსაც ჩინეთი ხელმძღვანელობს. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარასკევს უზბეკეთში SCO-ს სამიტზე დასწრების შემდეგ განაცხადა. სამარყანდში ის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერს, მათ შორის ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა. 

თუ თურქეთი ორგანიზაციას შეუერთდება, ის იქნება ნატოს წევრი პირველი ქვეყანა, რომელიც SCO-ში გაწევრიანდება.

"ამ ნაბიჯით ამ ქვეყნებთან ჩვენი ურთიერთობა ბევრად განსხვავებულ პოზიციაზე გადავა", - თქვა ერდოღანმა SCO-ს შესახებ სამარყანდში ჟურნალისტებთან საუბრისას. 

საკითხში გარკვეული პირების თქმით, ერდოღანის განცხადებას წინ უძღოდა მისი აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან ვაშინგტონში პირისპირ შეხვედრის წარუმატებელი მცდელობა. გაეროს გენერალური ასამბლეის ამ კვირის შეხვედრის შემდეგ. თუმცა ისინი შესაძლოა მაინც შეხვდნენ ნიუ-იორკში გაეროს ასამბლეაზე. 

"ის, რასაც ანკარა აკეთებს არის არა დასავლეთის ალტერნატივების ძიება, არამედ დაბალანსებული ურთიერთობების დამყარება მთელ მსოფლიოში", - წერს საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ჩაგრი ერჰანი, რომელიც თურქეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების მრჩეველთა საბჭოს წევრი.

SCO-ში თურქეთის გაწევრიანებაზე აშშ-ის მთავრობისა და ნატოს მხრიდან განცხადებები არ გავრცელებულა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ბარის ბალჩი და სელკან ჰაჩაოღლუ