
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი დღეს 8%-დან 7.5%-მდე შეამცირა, რაც Bloomberg-ის ეკონომისტებს უმრავლესობის პროგნოზს დაემთხვა.
მიმდინარე ციკლის ყველაზე მცირე შემცირების შემდეგ, ბანკის ხელმძღვანელმა, ელვირა ნაბიულინამ მიანიშნა, რომ ინფლაციის განახლებული რისკების ფონზე, მონეტარული პოლიტიკის შერბილება შეჩერებასთან ახლოსაა.
"ახლოს ვართ შემსუბუქების ციკლის დასასრულთან", - ამბობს ნაბიულინა.
ცენტრალური ბანკი მიმდინარე მონეტარულ პირობებს აფასებს, როგორც "ზოგადად ნეიტრალურს".
"კურსის შენარჩუნების გარდა, შემდეგი ნაბიჯი, შეიძლება იყოს ზრდა, მაგრამ შემცირებას არ გამოვრიცხავთ", - განუცხადა ნაბიულინამ ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ იგი "შეშფოთებულია" ინფლაციური მოლოდინების ბოლოდროინდელი ზრდით. განახლებული საფრთხე ნაბიულინას ყურადღებას იქცევს, რადგან ეკონომიკა ძლიერ ვარდნას უახლოვდება.
გადაწყვეტილების შემდეგ რუბლი დოლართან მიმართებაში 0,4%-ით გაუფასურდა.
რუსეთში სესხის აღების ხარჯები უკვე იმაზე ნაკლებია, ვიდრე ის რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე იყო. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ 2022 წელი 7.5%-იანი განაკვეთით დასრულდება და ის მომავალი წლის პირველ კვარტლამდე არ შემცირდება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია