LIVE

ევროპის უდიდესი შენობა ენერგიის ხარჯებს ამცირებს

24 სექ 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 580
ევროპის უდიდესი შენობა ენერგიის ხარჯებს ამცირებს
Ioana Epure/Bloomberg

რუმინეთის პარლამენტი, ევროპის უდიდესი შენობა, ენერგიის ხარჯების დასაზოგად, ღამით განათების საათებს ამცირებს. 

პარლამენტის განცხადებით, შენობა ღამის განმავლობაში მხოლოდ ორი საათით განათდება. არსებული განათება კი LED ნათურებით ჩანაცვლდება. ენერგოდამზოგველი ღონისძიებების ფარგლებში, გამოიცვლება ფანჯრები და კედლები გახდება თბოიზოლირებული. 

მიუხედავად იმისა, რომ კომპლექსი მთელ ენერგიას განახლებადი რესურსებიდან იღებს, მისი საშუალო ელექტროენერგიის გადასახადი თვეში 1 მილიონ ლეის ($202,375) მაინც სცდება და დაახლოებით 1 მილიონ კილოვატ საათს მოიხმარს. ეს დაახლოებით იმდენია, რამდენსაც რუმინეთის საშუალო ზომის ქალაქი ელექტროენერგიისთვის ხარჯავს. 

რუმინეთის პარლამენტის შენობა რუმინული კომუნისტური მოძრაობის ლიდერის, ნიკოლაე ჩაუშესკუს დაკვეთით აშენდა, სახალხო სასახლის სახელითაა ცნობილი. შენობის სიმაღლე 84 მეტრია, ფართობი - 365 000 კვადრატული მეტრი, მოცულობა კი 2,5 მილიონი კუბური მეტრი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანდრა ტიმუ