LIVE

აგვისტოში რუსეთიდან $111 მილიონი გადმოირიცხა - ზრდა 195%-ია

15 სექ 202213:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 594
აგვისტოში რუსეთიდან $111 მილიონი გადმოირიცხა - ზრდა 195%-ია

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოში საქართველომ 334.3 მლნ აშშ დოლარის (927.4 მლნ ლარი) ფულადი გზავნილები მიიღო, რაც 63.1%-ით (129.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე.

აგვისტოში საქართველომ ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან მიიღო, რომელზეც მთლიანი გზავნილების 33% მოდიოდა. გასულ თვეში რუსეთიდან 111 მლნ დოლარი გადმოირიცხა, წლიური ზრდის მაჩვენებელი კი 195%-ია.

TOP-10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა შემდეგია:

  • რუსეთის ფედერაცია - $110.94 მლნ / წლიური ზრდა 195%;
  • იტალია - $36.59 მლნ / ზრდა 9%;
  • აშშ - $29.21 მლნ / ზრდა 19%;
  • საბერძნეთი - $18.76 მლნ / წლიური კლება 3%;
  • ისრაელი - $17.98 მლნ / ზრდა 8%;
  • სომხეთი - $16.90 მლნ / ზრდა 1422%;
  • გერმანია - $15.24 მლნ / ზრდა 51%;
  • ყირგიზეთი - $13.49 მლნ / ზრდა 659%;
  • ყაზახეთი - $12.07 მლნ / ზრდა 167%;
  • თურქეთი - $9.12 მლნ / კლება 3%.

მიმდინარე წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში ქვეყანამ სულ 2 მლრდ 427 მლნ აშშ დოლარის ფულადი გზავნილი მიიღო. აქედან 961 მლნ 169 ათასი დოლარი რუსეთის ფედერაციაზე მოდიოდა. 

რაც შეეხება აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხულ თანხებს, ამ მაჩვენებელმა 29.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.