რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 24 თებერვლიდან 31 ივლისის პერიოდში, საქართველოს კომერციულ ბანკებში ანგარიში 38 959-მა რუსეთის მოქალაქემ გახსნა.
თამარ კორძაიას სადეპუტატო კითხვის საპასუხოდ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ომის დაწყებიდან პირველი 30 დღის განმავლობაში, საბანკო ანგარიში რუსეთის 8 000-მდე მოქალაქემ გახსნა.
რუსეთის მოქალაქეების მიერ საბანკო ანგარიშების გახსნის სტატისტიკა ასეთია:
- 24.02.2022 - 24.03.2022 - რუსეთის 7,875 მოქალაქე;
- 24.03.2022 - 01.05.2022 - რუსეთის 10,078 მოქალაქე;
- 01.05.2022 - 31.05.2022 - რუსეთის 6,647 მოქალაქე;
- 01.06.2022 - 30.06.2022 - რუსეთის 7,374 მოქალაქე;
- 01.07.2022 - 31.07.2022 - რუსეთის 6,985 მოქალაქე.