LIVE

ქართველი დამსაქმებლების 88% პროფესიულ სასწავლებლებთან არ თანამშრომლობს - კვლევა

13 სექ 202215:53
3 წუთის საკითხავი
clock clock 506
ქართველი დამსაქმებლების 88% პროფესიულ სასწავლებლებთან არ თანამშრომლობს - კვლევა

ქართველი დამსაქმებლები სამსახურის მაძიებელთა დაბალ კვალიფიკაციასა და არასაკმარის მოტივაციას დასაქმების ხელშემშლელ მიზეზებს შორის ასახელებენ.

შრომის ბაზრის კვლევის წინასწარი მიგნებების თანახმად, რომელიც ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გამოაქვეყნეს, დამსაქმებლების უმეტესობა (88%) პროფესიულ სასწავლებლებთან არ თანამშრომლობს, ხოლო 31% მსგავსი პარტნიორობის უპირატესობებსაც კი ვერ ხედავს.

კვლევის მიხედვით, დამსაქმებელთა მხოლოდ 24%-ს აქვს გამოცდილება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის მხრივ, რაც უმეტესწილად სტუდენტების სტაჟირებასა და პრაქტიკული სწავლების შეთავაზებაში გამოიხატება.

ცნობისთვის, საქართველოში უმუშევრობა საშუალოდ 18.1%-ს შეადგენს, ხოლო ცალკეულ რეგიონებში 30%-მდეა. 15-დან 29 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში უმუშევრობის მაჩვენებელი 28%-დან 50%-მდე მერყეობს.

ახალგაზრდების 34% არაა ჩართული არც დასაქმებაში, არც განათლებასა თუ ტრენინგში, ხოლო საშუალო სკოლის კურსდამთავრებულთა მხოლოდ 5% აგრძელებს სწავლას პროფესიულ სასწავლებლებში.