გერმანია და ევროპა მზად არიან გაუძლონ შედეგებს, თუ რუსეთი გადაწყვეტს მთლიანად შეაჩეროს გაზის მიწოდება. განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გააკეთა.
გერმანია ემზადება, “რომ რუსეთი დიდწილად შეწყვეტს გაზის მიწოდებას უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო”, - განაცხადა შოლცმა და დასძინა, რომ ქვეყანამ თხევადი გაზის იმპორტისთვის ტერმინალები ჩრდილოეთ გერმანიის სანაპიროზე შექმნა.
ევროპის უდიდესი ეკონომიკა კონტინენტის ენერგეტიკული კრიზისის ცენტრშია, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამცირებს მიწოდებას უკრაინის ომთან დაკავშირებული სანქციების საპასუხოდ. მატულობს შეშფოთება, რომ გერმანია შესაძლოა გაკოტრების ტალღის წინაშე აღმოჩნდეს კრიზისის შედეგად.
“გაზი დავზოგეთ. კიდევ ერთხელ ვიყენებთ ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების წარმოების შესაძლებლობებს. მომავალი წლის დასაწყისში გვექნება შესაძლებლობა, გამოვიყენოთ სამხრეთ გერმანიის დარჩენილი ატომური ელექტროსადგურები, თუ ეს საჭირო გახდება”, - განაცხადა კანცლერმა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ეიკ ჰენინგი