LIVE

უკრაინის Naftogaz-ი რუსული Gazprom-ის წინააღმდეგ ახალ საარბიტრაჟო პროცესს იწყებს

10 სექ 202217:06
3 წუთის საკითხავი
clock clock 609
უკრაინის Naftogaz-ი რუსული Gazprom-ის წინააღმდეგ ახალ საარბიტრაჟო პროცესს იწყებს
REUTERS/Reuters photographer

უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია Naftogaz-მა დაიწყო ახალი საარბიტრაჟო პროცესი რუსული ენერგოგიგანტის, Gazprom-ის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ რუსულმა კომპანიამ ვერ გადაიხადა უკრაინის გავლით გაზის ტრანსპორტირებისთვის გაწეული მომსახურების საფასური.

“Gazprom-ს ვაიძულებთ გადახდას. Naftogaz-ი ასევე განიხილავს დამატებითი მოთხოვნების დაყენების შესაძლებლობას”, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა იური ვიტრენკომ.

მიმდინარე წლის დასაწყისში ვიტრენკომ განაცხადა, რომ Naftogaz-ს შესაძლოა ეჩივლა სატრანზიტო გაზის მოცულობის შემცირების გამო.

“Naftogaz-ი ავალდებულებს Gazprom-ს, გადაიხადოს უკრაინის ტერიტორიის გავლით ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის გაწეული მომსახურების საფასური. თანხა Gazprom-მა არ გადაიხადა არც დროულად და არც სრულად”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მაისში უკრაინამ შეაჩერა გაზის მიწოდება სატრანზიტო პუნქტში, რომელიც, მისი თქმით, რუსეთიდან ევროპაში გადაზიდული საწვავის თითქმის მესამედს აწვდის უკრაინის გავლით, უკრაინა ადანაშაულებს მოსკოვს და ამბობს, რომ ნაკადებს სხვაგან გადაიტანს.

მოგვიანებით, უკრაინის GTS-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ არ გახსნის სოხრანოვსკის გაზის სატრანზიტო მარშრუტს რუსეთიდან ევროპაში, სანამ კიევი არ მოიპოვებს სრულ კონტროლს გაზსადენის სისტემაზე.

მოგვიანებით უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთს, რომელსაც 2019 წლის სატრანზიტო შეთანხმების თანახმად, დღეში 109 მილიონი კუბური მეტრი გაზის ტრანზიტის გადახდა უწევს, გადასახადის მხოლოდ ნაწილი დაფარა.

რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის გავლით მიწოდებული გაზის მოცულობა  დღეში 42 მილიონ კუბურ მეტრამდე შეამცირა.