LIVE

რა არის ვაკუუმური მატარებელი და არის თუ არა ის სარკინიგზო მოგზაურობის მომავალი?

10 სექ 202215:47
3 წუთის საკითხავი
clock clock 1354
რა არის ვაკუუმური მატარებელი და არის თუ არა ის სარკინიგზო მოგზაურობის მომავალი?
TRANSPOD 2022

კანადას შეუძლია მიიღოს 1000 კმ/სთ ვაკუუმ-მილის მატარებელი. FluxJet-ის შეთავაზება გასულ თვეში კანადურმა სტარტაპმა Transpod-მა წარმოადგინა.

თუ ახალი დიზაინი იმუშავებს, ლევიტაციური თვითმფრინავი-მატარებლის ჰიბრიდი შეიწოვება ვაკუუმის მილების გასწვრივ, რაც შორეულ ქალაქებს ერთ საათზე ნაკლებ დროში დააკავშირებს. Transpod-ი გვპირდება, რომ ბილეთები თვითმფრინავის ბილეთზე ნაკლები ეღირება.

ეს ზედმეტად კარგად ჟღერს იმისათვის, რომ სიმართლე იყოს. მაშინ, როგორ მუშაობს ეს თავბრუდამხვევი ახალი ტექნოლოგია და რამდენად შესაძლებელია მისი რეალობად ქცევა?

როგორ იმუშავებს FluxJet?

დიზაინი დაფუძნებულია ფიზიკის ახალ ტექნოლოგიაზე, რომელსაც კომპანია აღწერს, როგორც “დაფარულ ნაკადს”. ეს ჰგავს ელონ მასკის “ჰიპერლუპის” იდეას, სადაც ელექტრული ღეროები დიდი სიჩქარით მოძრაობენ დაბალი წნევის მილების გასწვრივ. კაფსულები ლევიტირდება, მაგნიტებითა და ელექტრული ძრავის დენით იმართება.

აეროდინამიკური წევის ნაკლებობა ნიშნავს, რომ მათ პოტენციურად შეუძლიათ ძალიან მაღალი სიჩქარე განავითარომ.

იქცევა თუ არა ეს რეალობად, სრულიად ახალი ტექნოლოგიის განვითარებაზეა დამოკიდებული. თუმცა, პრეზენტაციაზე Transpod-მა შეძლო შემცირებული პროტოტიპის დემონსტრირება. ერთი ტონის მქონე მატარებელი აფრინდა, დაიძრა და დაეშვა ლიანდაგზე.

“ეს ტექნოლოგია დადასტურებულია და დარწმუნებულნი ვართ, რომ ინვესტორები, მთავრობები და პარტნიორები გააგრძელებენ წინსვლას ტრანსპორტირების ხელახლა წარმოსახვის მიზნით”, - განაცხადა სებასტიენ გენდრონმა, TransPod-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ამ დროისთვის ინვესტორებმა პროექტში 550 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელეს.

კანადას ამჟამად არაეფექტური და მოძველებული სარკინიგზო სისტემა აქვს. მისი არც ერთი მატარებელი არ არის მაღალსიჩქარიანი და ქსელის მხოლოდ მცირე ნაწილია ელექტრიფიცირებული.

FluxJet ყველაფრის შეცვლა შეუძლია. კომპანია გეგმავს მილების ქსელის აშენებას კანადის მასშტაბით სადგურებით დიდ ქალაქებში. თითოეულ მილს შეეძლება 54 მგზავრისა და ათი ტონა ტვირთის გადაყვანა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ღირებულება თვითმფრინავის ბილეთზე 44%-ით ნაკლები იქნება.

პროექტი ამჟამად კვლევისა და განვითარების ფაზაშია. პირველ ეტაპზე დაგეგმილია მგზავრების გადაყვანა ქალაქ კალგარისა და ედმონტონს შორის დაახლოებით 300კმ მანძილზე. თუ ის იმუშავებს, მატარებელი სამსაათიან მოგზაურობას 45 წუთამდე შეამცირებს. კომპანია ამბობს, რომ პირველი ეტაპი ამოიღებს ტრაფიკის მესამედს კალგარისა და ედმონტონის დამაკავშირებელ გზატკეცილზე, თუმცა გაურკვეველია, რას ეფუძნება პროგნოზი.

“მშენებლობის პირველი ეტაპი შედგება ედმონტონის აეროპორტის კავშირისგან, რომელიც დაგეგმილია 2023 წლის ბოლოს და კალგარისა და ედმონტონის დამაკავშირებელი სრული ხაზი - 2027 წელს. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს ტეხასში დალასის სან ანტონიოსთან დასაკავშირებლად, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დუბაის აბუ დაბის დასაკავშირებლად და ავსტრალიაში სიდნეის ბრისბენთან დასაკავშირებლად”,- განუცხადა CNN-ს TransPod-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სებასტიან გენდრონმა.