LIVE

Tesla-მ აგვისტოში ჩინეთში დამზადებული 76 965 ავტომობილი გაყიდა

08 სექ 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 590
Tesla-მ აგვისტოში ჩინეთში დამზადებული 76 965 ავტომობილი გაყიდა
Jade Gao/AFP/Getty Images

ჩინეთში მიმდინარე წლის დასაწყისში, კოვიდრეგულაციების გამო, შენელებული წარმოებისა და შანხაიში საწარმოს განახლების შემდეგ, Tesla-მ მუშაობა აქტიურად განაგრძო.

კომპანიამ აგვისტოში ჩინური წარმოების 76,965 ავტომობილი გაყიდა, რაც მხოლოდ ივნისის რეკორდულ მაჩვენებელს - 77,938-ს ჩამორჩება, თუმცა მკვეთრად აღემატება ივლისში გაყიდულ 28,217 ერთეულს. ივლისის ვარდნა დაკავშირებულია შანხაიში Tesla-ს ქარხნის განახლების გამო, მუშაობის შეფერხებასთან. ელექტრომობილების მწარმოებელს განახლებული ქარხნით წლიური სიმძლავრის გაორმაგება და წარმოების დაახლოებით 1 მილიონამდე გაზრდა სურს. 

ჩინეთის სამგზავრო მანქანების ასოციაციის (PCA) მონაცემების მიხედვით, Tesla-ს მიერ აგვისტოში გაყიდული მანქანებიდან 34,502 ადგილობრივ ბაზარზე, 42,463 კი საზღვარგარეთ გაიგზავნა.

მონაცემები ასევე ცხადყოფს, რომ ახალი ენერგიის მანქანების მიმართ ჩინელი მძღოლების ინტერესი არ იკლებს. 

ელექტრო მანქანები ჩინეთში

NEV-ების მთლიანი გაყიდვები, რომლებიც სუფთა ელექტრო მანქანებთან ერთად, ჰიბრიდებსაც მოიცავს, 111%-ით, 529,000 ერთეულამდე გაიზარდა.

გასულ თვეში ასოციაციამ ჩინეთში NEV-ის გაყიდვების პროგნოზი 6 მილიონამდე გაზარდა, რაც 2021 წლის 2.99 მილიონთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია. 

174,915 მანქანის გაყიდვით ლიდერობს უორენ ბაფეტის მიერ მხარდაჭერილი BYD. შენჟენში დაფუძნებულმა ავტომწარმოებელმა წლის პირველ რვა თვეში დაახლოებით 1 მილიონი მანქანა გააგზავნა, რაც მისი წლიური მიზნობრივი 1,5 მილიონის დაახლოებით ორ მესამედს შეადგენს.

ავტომობილების გაყიდვები ჩინეთში

აგვისტოში ჩინეთში სამგზავრო მანქანების მთლიანი გაყიდვები, წინა წელთან შედარებით, 28,4%-ით, დაახლოებით 1,9 მილიონ ერთეულამდე გაიზარდა. 

NEV გაყიდვების საერთო ზრდის მიუხედავად, ყველა ავტომწარმოებლისთვის არ იყო მომგებიანი პერიოდი. სიჩუანის პროვინციაში ელექტროენერგიის გათიშვამ და ქვეყნის რამდენიმე ნაწილში გამოცხადებულმა ლოკდაუნებმა ზოგიერთი მწარმოებლის მუშაობაზე გავლენა იქონია. 

PCA მოელის, რომ ავტომობილების გაყიდვები ამ თვეში სწრაფად გაიზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდვითარება არაპროგნოზირებადია. ასოციაციის განცხადებით, გაუმჯობესდა ჩიპების მიწოდებისა და ავტომწარმოებლების წარმოების შესაძლებლობები. 

PCA-ს თანახმად, ნედლეულის გაძვირების გამო, ავტომწარმოებლების მოგების მარჟა დაახლოებით 5%-მდე შემცირდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატი