LIVE

Citigroup-ი რუსეთში სამომხმარებლო და კომერციულ საბანკო ოპერაციებს წყვეტს

26 აგვ 202210:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 420
Citigroup-ი რუსეთში სამომხმარებლო და კომერციულ საბანკო ოპერაციებს წყვეტს
Bloomberg

Citigroup-ი რუსეთში სამომხმარებლო და კომერციულ საბანკო ოპერაციებს წყვეტს.

კომპანიის დახურვასთან დაკავშირებული $170 მილიონის ხარჯები, პირველ რიგში, მოხმარდება რესტრუქტურიზაციას და მიმწოდებლის შეწყვეტის საფასურის დაფარვას. გავრცელებული განცხადების თანახმად, Citigroup-ი გააგრძელებს ძალისხმევას რეგიონში გარკვეული სამომხმარებლო საბანკო პორტფელების გაყიდვისთვის.

“ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გამოვიკვლიეთ ბიზნესების გაყიდვის რამდენიმე სტრატეგიული ვარიანტი. აშკარაა, რომ ეს გზა ყველაზე ლოგიკურია გარემოში არსებული მრავალი გართულებელი ფაქტორის გათვალისწინებით. ორიენტირებული ვართ ჩვენი კოლეგების, კლიენტებისა და პარტნიორების მხარდაჭერაზე გარდამავალი პერიოდის განმავლობაში",- განაცხადა ტიტი კოულმა, რომელიც Citigroup-ის ფრენჩაიზის განყოფილებას ხელმძღვანელობს

Bloomberg News-ი მარტში იტყობინებოდა, რომ ბიზნესის გაყიდვა შეჩერდა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ, Citigroup-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეინ ფრეიზერმა განაცხადა, რომ  კომპანია “აქტიურ დიალოგშია” მისი სამომხმარებლო და კომერციული საბანკო ოპერაციების პოტენციურ მყიდველებთან რუსეთში.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ Citigroup-მა შეწყვიტა ახალი შეკვეთების მიღება რუსეთში და გამოაცხადა, რომ აპირებდა კომერციული საბანკო ბიზნესის შეწყვეტას, გარდა სამომხმარებლო განყოფილებისა, რომლის გაყიდვასაც აპირებდა.

“დღევანდელი გადაწყვეტილება არის ჩვენი მცდელობის ნაწილი, რათა შემცირდეს ოპერაციები რუსეთში. ეს შეესაბამება სხვა ქმედებებს, მათ შორის სერვისების შეთავაზების შეზღუდვას, რისკის შემცირებას და ახალი მომხმარებლების ან ბიზნესის მოზიდვას”, - თქვა დევიდ ლივინგსტონმა, რომელიც ხელმძღვანელობს Citigroup-ის ბიზნესს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. 

მოსალოდნელია, რომ შემცირება შეეხება 2300 თანამშრომელს და 15 ფილიალს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯენიფერ სურანი