LIVE

აშშ აფრთხილებს თურქეთს, რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლის საშუალება არ მისცეს

20 აგვ 202221:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 922
აშშ აფრთხილებს თურქეთს, რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლის საშუალება არ მისცეს

აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, მდივნის მოადგილე უოლი ადეიემო თურქეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, იუნუს ელიტასს ტელეფონით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულების შესახებ ესაუბრა.

განცხადების თანახმად, ხაზინის მდივნის მოადგილემ თურქ კოლეგას გაუზიარა შეშფოთება, რომ რუსული იურიდიული და კერძო პირები ცდილობენ თურქეთი დასავლეთის სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენონ. საკითხის შესახებ დამატებითი ინფორმაცია გავრცელებულ განცხადებაში მითითებული არ არის. 

ხაზინის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას, ადეიემომ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები დაინტერესებულია თურქეთის ეკონომიკის წარმატებით და თურქეთის საბანკო სექტორის მთლიანობის დაცვის მზაობა გამოხატა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია