LIVE

შვეიცარიული საათების ექსპორტი თითქმის რეკორდულ დონეს მიუახლოვდა

19 აგვ 202218:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 738
შვეიცარიული საათების ექსპორტი თითქმის რეკორდულ დონეს მიუახლოვდა

შვეიცარიული საათების ექსპორტი ივლისში კვლავ გაიზარდა და რეკორდულ დონეს მიუახლოვდა. 

ძვირადღირებულ საათებზე: Rolex-ზე, Omega-სა და Vacheron Constantin-ზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, რვა წლის განმავლობაში მათი ღირებულება რეკორდულად გაიზარდა. 

შვეიცარიის საათების ინდუსტრიის ფედერაციის თანახმად, გასულ წელთან შედარებით, ივლისში საათების ექსპორტი 8,3%-ით გაიზარდა და 2,2 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი ($2,3 მილიარდი) შეადგინა. ეს 2014 წლის ოქტომბრის რეკორდული მაჩვენებლის შემდეგ, შვეიცარიული საათების ექსპორტის ყველაზე მაღალი ღირებულებაა. 

ძვირადღირებულ საათებზე მოთხოვნა გაიზარდა მას შემდეგ, რაც შვეიცარიულმა ბრენდებმა Rolex-მა, Omega-მ, Audemars Piguet-მა თუ Patek Philippe-მა პანდემიის დროს სახლში მყოფი ადამიანების ყურადღება მიიქციეს. 

აშშ-ში ექსპორტი წინა წელთან შედარებით 13,5%-ით გაიზარდა. ის რჩება შვეიცარიული საათების ექსპორტის ყველაზე დიდ ბაზრად, მას შემდეგ, რაც შარშან ჩინეთს პირველობა ჩამოართვა. 

ამავე დროს, ჩინეთში Covid-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, მოთხოვნა იზრდება და ბაზარი პოზიციას ინარჩუნებს.

"ექსპორტის მაჩვენებლები იმაზე მაღალია, ვიდრე ველოდით", - ამბობს Vontobel-ის ანალიტიკოსი, ჟან-ფილიპ ბერტში, რომელიც ვარაუდობდა, რომ ექსპორტი შემცირდებოდა. 

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მეორად ბაზარზე ძვირადღირებული საათების ფასი იკლებს, ნაწილობრივ კრიპტოვალუტის კრახისა და აქციების დავარდნის გამო, ივლისის ექსპორტი დამშვიდების საფუძველს იძლევა. 

რაც შეეხება, 200-დან 500 ფრანკამდე ფასის მქონე საათების ექსპორტს, ის 29,2%-ით დაეცა და 2020 წლის დასაწყისში დაწყებულ ვარდნას განაგრძობდა.

სავარაუდოდ, ნაწილობრივ Swatch Group-ის Omega MoonSwatch-ის თანამშრომლობის წარმატების გამო, 200 ფრანკზე დაბალფასიანი საათების ექსპორტი 5,3%-ით გაიზარდა. 

ჰონგ-კონგის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის გარდა, შვეიცარიული საათების ექსპორტი ივლისში აზიისა და ევროპის ძირითად ბაზრებზე ორნიშნა მაჩვენებლით გაიზარდა.

"პოსტ-პანდემიის მაღალი დონის მოთხოვნა გრძელდება", - ამბობს Bernstein-ის ანალიტიკოსი ლუკა სოლკა.  

მისი თქმით, მოთხოვნის შემცირება, პირველ რიგში, თვალსაჩინო იქნება საცალო ვაჭრობაში, რადგან შვეიცარიული საათები ძირითადად საბითუმო გზით იყიდება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ენდი ჰოფმანი