LIVE

გერმანია ბუნებრივ აირზე დღგ-ს ამცირებს

18 აგვ 202218:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 639
გერმანია ბუნებრივ აირზე დღგ-ს ამცირებს

ევროპული გაზის ფასის ზრდის ფონზე, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნებრივ აირზე გადასახადის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

ბუნებრივ აირზე დამატებული ღირებულების გადასახადი დროებით 19%-დან 7%-მდე მცირდება, რათა ოჯახებს და კომპანიებს, რომლებსაც ენერგიის გაზრდილი ხარჯები დააწვათ, ტვირთი შეუმსუბუქდეთ. შემცირებული ტარიფი 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება და ძალაში 2024 წლის მარტის ბოლომდე დარჩება. ამით გერმანია დაახლოებით $14.2 მილიარდიან შემოსავალს დაკარგავს. 

რამდენიმე დღის წინ გერმანიამ მომხმარებლებს რუსული ბუნებრივი აირის ჩასანაცვლებლად დამატებითი გადასახადი დაუწესა. დღგ-ს შემცირების გადაწყვეტილება სწორედ ამ ტვირთის შემსუბუქებას ისახავს მიზნად. 

კანცლერმა ასევე აღნიშნა, უახლოეს კვირებში ცნობილი გახდება დამატებითი ზომების შესახებ, რომელსაც გერმანია მზარდი ენერგეტიკული კრიზისის გადასაჭრელად მიიღებს.

შოლციმა და მისმა მოადგილემ, ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ენერგიის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულეს. ჰაბეკის თქმით, კრემლი ხელოვნურ დეფიციტს ქმნის, რაც ფასების ზრდას იწვევს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანა შირიაევსკაია