LIVE

რა უნდა ვიცოდეთ Moderna-ს ახალი, "ბივალენტური" კოვიდ-ვაქცინის შესახებ?

17 აგვ 202216:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 808
რა უნდა ვიცოდეთ Moderna-ს ახალი, "ბივალენტური" კოვიდ-ვაქცინის შესახებ?
Bloomberg

სულ ახლახან გაერთიანებულმა სამეფომ დაამტკიცა Moderna-ს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ახალი, ბივალნტური ბუსტერ დოზა", რომელიც ომიკრონის შტამზეა მორგებული.

Spikevax Bivalent Original/Omicron-ის სახელით ცნობილ ვაქცინას თავდაპირველად დიდ ბრიტანეთში გამოიყენებენ, თუმცა, მოსალოდნელია, რომ ძალიან მალე იგი დანარჩენ მსოფლიოშიც გახდეს ხელმისაწვდომი.

რატომ ეწოდება მოდერნას ვაქცინას "ბივალენტური"?

ახალი ვაქცინის სამიზნეა კოვიდ-19-ის ორი შტამი - ჩინეთის ქალაქ უჰანში თავდაპირველად გავრცელებული ვერსია და ომიკრონის პირველი ქვეშტამი - BA.1. მართალია, ამჟამად მსოფლიოში უფრო მეტად გავრცელებულია ომიკრონის სხვა ქვევარიანტები, როგორიცაა BA.4 და BA.5, მაგრამ ვირუსი გავნვითარებით ახალი ვაქცინების შექმნისა და გამოცდის დროს ასწრებს.

Moderna-მ შექმნა კიდევ ერთი ვაქცინა, რომელიც სწორედ ამ ორ ხსენებულ ქვევარიანტზეა მორგებული. ვაქტინა აშშ-მა შეუკვეთა, თუმცა ქვეყანის მარეგულირებელს ის ჯერ არ დაუმტკიცებია. 

რამდენად ეფექტურია ახალი "ბუსტერ" დოზა?

Moderna-ს განცხადებით, პრეპარატი ძლიერ იმუნურ რეაქციას იწვევს ვირუსის თავდაპირველი ვარიანტისა და BA.1 ქვევარიანტის წინააღმდეგ. ბრიტანეთის მთავრობის თქმით კი, იგი ასევე მყარ იმუნურ პასუხს იძლევა ომიკრონის უახლესი ქვევარიანტების: BA.4 და BA.5-ის წინააღმდეგ. თუმცა ეს მხოლოდ ლაბორატორიული დაკვირვებების შედეგია. ადამიანებზე ჩატარებული ცდების შედეგები, რომლებიც ომიკრონის საწინააღმდეგო ახალი "ბუსტერის" უკვე არსებულ ვაქცინებთან შედარებით უპირატესობას დაამტკიცებს, ჯერ არ მოიპოვება.

ვისთვისაა ამჟამად ხელმისაწვდომი "ბივალენტური ბუსტერი"?

"ბივალენტური ბუსტერის" გამოყენება ჯერჯერობით მხოლოდ მოზრდილებში შეიძლება და ამ ეტაპზე ისიც მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, სადაც ვაქცინას დამატებითი დოზის სახით შესთავაზებენ 50 წელს გადაცილებულ ან სუსტი იმუნიტეტის მქონე მოსახლეობას. თუმცა, როგორც ჯანდაცვის სფეროს ბრიტანელი მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, მოსახლეობას შეუძლია მშვიდად გაიკეთოს ნებისმიერი ხელმისაწვდომი ვაქცინა, რადგან არსებული ვაქცინებიც ეფექტურად იცავს ადამიანს ინფექციისა და მისგან გამოწვეული სიკვდილიანობისგან.

რომელი ქვეყნები მიიღებენ Moderna-ს ახალ ვაქცინას?

მწარმოებელი კომპანიის ინფორმაციით, დოკუმენტაცია მზადაა და პასუხის მოლოდინშია ვაქცინის ავსტრალიაში, კანადასა და ევროკავშირში წარსადგენად. სულ ახლახან, ევროკავშირმა Moderna-სთან ხელშეკრულება განაახლა ვაქცინის ახალი "ბივალენტური" ვერსიის 15 მილიონი დოზის შესყიდვის შესახებ.

რამდენად უსაფრთხოა ომიკრონის საწინააღმდეგო ახალი "ბუსტერი"?

Moderna-ს წარმომადგენლების განცხადებით, იგი ისევე უსაფრთხოა, როგორც თავდაპირველი კოვიდ-ვაქცინა.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ალექს მილსონი და დონ ლიუ