LIVE

ბიტკოინის მაინერებმა კრიპტო ვარდნის დროს $1 მილიარდზე მეტი დაკარგეს

17 აგვ 202210:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 450
ბიტკოინის მაინერებმა კრიპტო ვარდნის დროს $1 მილიარდზე მეტი დაკარგეს

აშშ-ის სამმა უმსხვილესმა საჯარო კომპანიამ, რომელიც ბიტკოინის მაინინგით არის დაკავებული, მეორე კვარტალში $1 მილიარდზე მეტი დაკარგა. დანაკარგები კრიპტოვალუტის ფასების კოლაფსს და გაუფასურების სერიას მოჰყვა.

Core Scientific-მა, Marathon Digital Holdings-მა და Riot Blockchain-მა წმინდა ზარალის სახით $862 მილიონი, $192 მილიონი და $366 მილიონი დააფიქსირეს. სხვა მნიშვნელოვან მაინერებს, როგორიცაა Bitfarms-ი და Greenidge Generation Holdings-ი ასევე მოუწიათ მათი ჰოლდინგების ღირებულების ჩამოწერა მას შემდეგ, რაც ბიტკოინმა კვარტლის განმავლობაში ღირებულების თითქმის 60% დაკარგა.

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო მაინინგის კომპანიების აქციებმა ბოლო რამდენიმე კვირა პაუზა აიღეს, მიმდინარე წლისთვის მაინც ღრმად წითელ ზონაში რჩებიან. მაინერებს ბიტკოინის შეგროვებიდან მათ გაყიდვაზე გადასვლა მოუწიათ, რათა ვალდებულებები და საოპერაციო ხარჯები დაეფარათ, რაც მესამე კვარტალშიც გაგრძელდა.

კრიპტო მაინინგი არ იყო ერთადერთი მიმართულება, რომელმაც გასულ კვარტალში სერიოზული დარტყმა მიიღო. Coinbase Global-მა, აშშ-ის უმსხვილესმა კრიპტო ბირჟამ, $1.1 მილიარდის დანაკარგი დააფიქსირა, ხოლო MicroStrategy $1 მილიარდზე მეტის.

Mellerud-ის მიხედვით, მოწინავე საჯარო მაინერებმა ივნისში 14,600 მონეტა გაყიდეს, ხოლო 3,900 გამოიმუშავეს. Core Scientific-მა, მაგალითისთვის, მისი ჰოლდინგების ნახევარი გაყიდა, რათა იმავე თვეში $100 მილიონიანი სესხი დაეფარა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დევიდ პანი