LIVE

საქართველოში რძისა და კვერცხის წარმოება გაიზარდა - საქსტატი

16 აგვ 202211:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 551
საქართველოში რძისა და კვერცხის წარმოება გაიზარდა - საქსტატი

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის II კვარტალში რძისა და კვერცხის წარმოება მცირედით, თუმცა გაიზარდა.

რძის წარმოებამ 200 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1%-ით მეტია.

რაც შეეხება კვერცხის წარმოებას, II კვარტლის მონაცემებით, მისმა რაოდენობამ 167.7 მილიონი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წარმოების მაჩვენებელი 2.3%-ითაა გაზრდილი.

საანგარიშო პერიოდში წლიურად 0.6%-ით შემცირდა ხორცის წარმოება და ჯამში 17.7 ათასი ტონა შეადგინა.