LIVE

"შემდეგი თაობის" Covid-19-ის გამაძლიერებელი დოზა გამოსაყენებლად დამტკიცდა

15 აგვ 202218:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 731
"შემდეგი თაობის" Covid-19-ის გამაძლიერებელი დოზა გამოსაყენებლად დამტკიცდა

"შემდეგი თაობის" კორონავირუსის გამაძლიერებელი აცრა, რომელიც წელიწადში ერთხელ მიიღება, მოზრდილებში გამოსაყენებლად დამტკიცდა.

Moderna-ს ბივალენტური ვაქცინა, რომელიც ორიგინალურ Covid შტამს და Omicron ვარიანტს ებრძვის, მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA) დაამტკიცა.

mRNA-1273.214-ს სახელით ცნობილი დოზა Moderna-ს ვაქცინის განახლებული ვერსიაა, რომელიც უკვე გამოიყენება პირველი, მეორე და გამაძლიერებელი აცრებისთვის. ეს იქნება დიდ ბრიტანეთში დამტკიცებული პირველი აცრა, რომელიც ვირუსის ორი შტამის წინააღმდეგ მოქმედებს.

Moderna-ს მთავარმა სამედიცინო ოფიცერმა, დოქტორმა პოლ ბარტონმა, ადრე განაცხადა, რომ ახალ ვაქცინას ანტისხეულების ისეთ მაღალ დონემდე გაზრდა შეუძლია, რომ შესაძლოა მხოლოდ ყოველწლიურად იყოს საჭირო მისი ადმინისტრირება.

სტეფან ბანსელმა, Moderna-ს მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, გამაძლიერებელი დონზე აღწერა, როგორც "შემდეგი თაობის Covid-19 ვაქცინა", რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს Covid-19-ისგან დაცვაში ზამთრის განმავლობაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია