
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა რთველს წელსაც დაასუბსიდირებს და ამ მიზნით, დაახლოებით 150 მლნ ლარი დაიხარჯება.
„გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ სუბსიდირებას წელსაც მოვახდენთ. 1 კგ. თეთრი ყურძნის ფასი მინიმუმ 90 თეთრი იქნება. არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. სახელმწიფო მევენახეებს მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს.
პროცესში 300-მდე ღვინის კომპანია ჩაერთვება. მათთან უკვე გვქონდა შეხვედრები. სრული კოორდინაცია გვაქვს. შექმნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უკვე მუშაობს. წელს რეკორდულ, დაახლოებით 300 000 ტონა მოსავალ ველოდებით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.