LIVE

გერმანული სასუქების მწარმოებელი გაზის მიწოდების 25%-იან შემცირებას პროგნოზირებს

14 აგვ 202211:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 529
გერმანული სასუქების მწარმოებელი გაზის მიწოდების 25%-იან შემცირებას პროგნოზირებს

გერმანულმა ქიმიურმა კომპანიამ K+S-მა განაცხადა, რომ ბუნებრივი აირის ხელმისაწვდომობა ქვეყანაში მის ობიექტებზე შეიძლება მეოთხედით შემცირდეს. კომპანიამ მომხმარებლები წარმოებაზე პოტენციური ზემოქმედების შესახებ გააფრთხილა.

„პირველად, პერსპექტივა მე-4 კვარტალში გერმანიის ყველა ობიექტზე ბუნებრივი აირის ხელმისაწვდომობის 25%-ით შემცირებისა და გაზის ხარჯების გაზრდის სცენარს ითვალისწინებს",- განაცხადა კომპანიამ, რომელიც სასუქებსა და მარილებს აწარმოებს.

ევროპის ენერგომომარაგება უკვე ზეწოლას განიცდის და ფასები თითქმის რეკორდულ მაჩვენებელს უახლოვდება. ეს იმ ფონზე, რომ რუსეთი გაზის მიწოდებას ამცირებს, ხოლო სიცხის ტალღები მდინარეებსა და წყალსადენებს, რომელზეც საწვავი გადააქვთ, ფუნქციონირებაში ხელს უშლის.

მთავრობები ადგენენ გეგმებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოახდინონ მიწოდების რაციონირება ინდუსტრიისთვის, თუ ზამთარში ამის საჭიროება დადგება. გერმანიაში ეს შეიძლება გავრცელდეს ფოლადის, მინის, ფარმაცევტულ და ქიმიურ სექტორებზე, რომლებიც გაზის მსხვილი მომხმარებლები არიან.

ევროპული სასუქების მწარმოებლები იმ ძირითად ინდუსტრიებიდან  ერთ-ერთს წარმოადგენენ, რომლებიც გაზის ფასების ზრდამ დააზარალა. ივლისში უკვე 10 ქარხანა დაიხურა ან წარმოება შეამცირა.

სხვა მსხვილი მწარმოებლები, როგორიცაა მანჰეიმში დაფუძნებული საკვების მწარმოებელი Suedzucker-ი, ხელისუფლებასთან მუშაობენ, რათა ნაწილობრივ მაინც გადაერთონ ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე, თუ ეს აუცილებელი გახდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სამუელ გებრე