LIVE
ვიდეო
07 ივნ, 2022 14:18
იპოთეკური სესხების გაცემის ტემპი მცირდება
703

"თიბისი კაპიტალის" მიხედვით, მაისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების ზრდის ტემპი გასულ თვეებთან შედარებით შენელებულია. ამასთან, გასულ წელთან შედარებით, იპოთეკური სესხების გაცემის ტემპი 6%-ით შემცირდა.

საბანკო ასოციაციებში აცხადებენ, რომ აქტივობის შემცირება იპოთეკურ სესხებში მას შემდეგ იგრძნობოდა, რაც ლარში საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა. შემდეგ კი უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადა 15-დან 10 წლამდე შემცირდა. ამ ფონზე, ბევრი ადამიანი იპოთეკური სესხის აღებას ვეღარ ახერხებს. 

„მათი რიცხვით, ვინც უცხოურ ვალუტაში იღებდა სესხს მნიშვნელოვნად შემცირდა. ამასთან, უძრავ ქონებაზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. უცხოურ ვალუტაში ვეღარ იღებენ, თანაც ლარში განაკვეთი მაღალია, ამიტომ სესხებზე მოთხოვნა შემცირდა. მაინც ვიმედოვნებთ, რომ სესხის აღების ტემპი აღდგება და ზრდის მაჩვენებელიც დაფიქსირდება მომდევნო თვეებში," - აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას საბანკო ასოციაციების პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე

მიუხედავად იმისა, რომ იპოთეკური სესხების გაცემა შემცირდა, უძრავი ქონებაზე მოთხოვნა არ შემცირებულა და შესაბამისად მზარდია ტრანზაქციებიც. სამშენებლო სექტორში ელიან, რომ უძრავი ქონების ფასი წლიურ ჭრილში 20%-25%-ით გაიზრდება.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ