LIVE
ვიდეო
12 მაი, 2022 18:00
უკრაინა ევროკავშირში გერმანიის და საფრანგეთის დონეზე იქნება წარმოდგენილი - ჭუმბურიძე
850

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივნის, ზვიად ჭუმბურიძის განცხადებით, უკრაინა ევროპის ლიდერი ქვეყანა ხდება და ის ევროკავშირში გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის თანაბრად იქნება წარმოდგენილი.

„დაიმახსოვრეთ, უახლოეს პერიოდში ვნახავთ, რომ უკრაინის თემა გლობალურად შეცვლის შავი ზღვის აკვატორიის წევრი ქვეყნების თანამშრომლობის პერსპექტივებს. არა მარტო შავი ზღვის, ევროპაში ბევრი რამ შეიცვალა და რა თქმა უნდა, კიდევ შეიცვლება. უკრაინა ევროპის ლიდერი ქვეყანა ხდება, რომელიც ევროკავშირში გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის თანაბრად იქნება წარმოდგენილი“, - აღნიშნა ჭუმბურიძემ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ