LIVE
ვიდეო
24 იან, 2022 13:30
თბილისში უძრავი ქონება გაძვირდა - ყველაზე ძვირი და იაფი უბნები
2637

საცხოვრებელი უძრავი ქონება კვლავ ძვირდება. „საქსტატის“ მონაცემებით, თბილისში 2021 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.1%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 1.2% შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 8.5%-ით არის გაზრდილი.

2021 წლის მეოთხე კვარტალში 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ფასები გაიზარდა ორივე სეგმენტში - კერძო სახლებზე 1.6%, ხოლო ბინებზე 1%. 

ბინების კვადრატული მეტრის ფასები უბნების მიხედვით ასე ნაწილდება: 

  • მთაწმინდა - 3,930 ლარი;
  • ვაკე - 3,540 ლარი;
  • საბურთალო - 3,160 ლარი;
  • ჩუღურეთი - 3,045 ლარი;
  • კრწანისი - 2,990 ლარი;
  • დიდუბე - 2,850 ლარი;
  • ნაძალადევი - 2,720 ლარი;
  • ისანი - 2,540 ლარი;
  • გლდანი - 2,500 ლარი;
  • სამგორი - 2,370 ლარი.

კერძო სახლების კვადრატული მეტრის ფასები უბნების მიხედვით შემდეგია: 

  • მთაწმინდა - 3,240 ლარი;
  • ვაკე - 3,155 ლარი;
  • საბურთალო - 2,740 ლარი;
  • დიდუბე - 2,500 ლარი;
  • კრწანისი - 2,290 ლარი;
  • ჩუღურეთი - 2,240 ლარი;
  • ისანი - 2,210 ლარი;
  • სამგორი - 2,066 ლარი;
  • ნაძალადევი - 1,870 ლარი;
  • გლდანი - 1,690 ლარი.

მიუხედავად გაზრდილი ფასებისა, შარშან საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი სწრაფი ტემპებით აღდგა. Colliers-ის ინფორმაციით, 2021 წელს თბილისში ჯამურად 36 787 ბინა გაიყიდა, რაც პანდემიამდელ მაჩვენებელს 10%-ით აღემატება. 2019 წელს თბილისში სულ 33 332 ტრანზაქცია შესრულდა. ამასთან, შარშან დედაქალაქის მასშტაბით მოთხოვნა ძირითადად ეკონომ სეგმენტის ბინებზე იყო. რაც შეეხება ბათუმს, 2019 წელთან შედარებით გაყიდვების უმნიშვნელო ზრდა დაფიქსირდა.

კერძოდ, შარშან ბათუმში 11 468 ბინა გაიყიდა, რაც მხოლოდ ორი ტრანზაქციით მეტია პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ