LIVE
ვიდეო
17 იან, 2022 11:22
მთავრობა 1 მილიონამდე ადამიანს ელექტროენერგიის ტარიფს წელსაც დაუსუბსიდირებს
4497

მთავრობა 1 მილიონამდე ადამიანს ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს დაუსუბსიდირებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სუბსიდირება მიზნობრივ ჯგუფებს, 150 000 და ნაკლები ქულის მქონე სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შეეხება.

„ჩვენი გადაწყვეტილებით, მილიონამდე ადამიანს ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდი დაუსუბსიდირდება. ეს შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს, 150 ათასი და ნაკლები სოციალური ქულის მქონე მოსახლეობას. აღნიშნული პროგრამა პანდემიის დაწყების დღიდან გვქონდა და 2 წელი გრძელდებოდა. სუბსიდირების პროგრამა იანვარში შეწყდა. ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროგრამა გავაგრძელოთ და მოსახლეობის იმ ფენას, ვინც ყველაზე მეტად გაჭირვებულია, ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდი დავუსუბსიდიროთ“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სუბსიდირების პროგრამა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, სოლციალურად დაუცველ მოსახლეობას მოხმარებული ელექტროენერგიიდან მხოლოდ 200 კვტ. საათის ტარიფის ნამატი დაუსუბსიდირდება. 

შეგახსენებთ, 2021 წლის პირველი იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით გაიზარდა, თუმცა წლის განმავლობაში ტარიფის ნაზარდი მთავრობამ დაასუბსიდირა. უკვე მიმდინარე წლიდან კი სუბსიდირების პროგრამა დასრულდა. 

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ