LIVE
ვიდეო
24 დეკ, 2021 11:45
ერთ წელში მშენებლობა 14%-ით გაძვირდა
891

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის III კვარტალში, მშენებლობის ღირებულების ინდექსი წლიურად 14.1%-ით გაიზარდა. მშენებლობის გაძვირება ძირითადად სამშენებლო მასალებზე ფასებისა და შესაბამისად, ხარჯების 19.6%-იან მატებას უკავშირდება. 

ინდექსის ზრდის ერთ-ერთი მიზეზია ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის 22.5%-ით გაძვირება. ამასთან, ხელფასებზე დანახარჯები წლიურად 6.2%-ითაა გაზრდილი.

მშენებლობა წინა კვარტალთან შედარებითაც გაძვირდა და ინდექსის ზრდამ 1.8% შეადგინა. მთავარი მიზეზი ამ შემთხვევაშიც გაძვირებული მასალებია.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ