LIVE
ვიდეო
15 ოქტ, 2021 10:30
კონტრაბანდული სიგარეტის 60% ბაზარზე ოკუპირებული აფხაზეთიდან ხვდება
2057

კონტრაბანდის წილი სიგარეტის ადგილობრივ ბაზარზე 5%-ს, დაახლოებით 100 მილიონ ლარს შეადგენს. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ JTI კავკასიისა და ბელორუსის კორპორაციულმა დირექტორმა ივა ხასიამ განუცხადა, კომპანიის მიერ მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში ჩატარებული კვლევებით, კონტრაბანდული სიგარეტის 60% ბაზარზე ოკუპირებული აფხაზეთიდან, ხოლო 40%-ზე ცოტა ნაკლები სომხეთიდან ხვდება. გამოსავალს ხასია აქციზის გადასახადის სტრუქტურის ცვლილებაში ხედავს.

„თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გაუქმება რომ არარეალურია, გვესმის. გასულ წელს ამ გზით ბიუჯეტში დაახლოებით 800 მილიონამდე ლარი შევიდა. ეს კი საქართველოსთვის არაა პატარა თანხა. ჩვენ მთავრობას ვთავაზობთ, რომ აქციზის გადასახადის ადვალური კომპონენტი არსებული 30%-დან ჯერ 20%-მდე, ხოლო დროთა განმავლობაში 10%-მდე შევამციროთ. ბიუჯეტს რომ ერთბაშად დიდი თანხა არ მოაკლდეს გავზარდოთ აქციზის გადასახადის (1,7 ლარი კოლოფზე) ფიქსირებული კომპონენტი. ეს სექტორს ფასების დაბალანსების საშუალებასაც მოგვცემს, შესაბამისად, გაიაფებული პროდუქცია მეტი გაიყიდება, აღმოიფხვრება კონტრაბანდაც და ბიუჯეტშიც მეტი თანხა შევა“,- აცხადებს ხასია.

ხასიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე სიგარეტის გარკვეული ბრენდი, რომლის გასაყიდი ფასი საქართველოში 6.7 ლარია, სომხეთში 3.5-4 ლარად არის ხელმისაწვდომი, ხოლო რუსეთში 1 კოლოფი საქართველოსთან შედარებით, ლარით უფრო იაფად იყიდება.

საშუალო კლასის სიგარეტის ფასი ევროპის, ამერიკისა და დსთ-ს ქვეყნების დედაქალაქებში Numbeo-ს მიხედვით ასეთია:

  • თბილისი -$2.24
  • ერევანი - $1.65
  • ბაქო - $2.94
  • მოსკოვი - $2.43
  • ანკარა - $2.05
  • კიევი - $2.28
  • მინსკი - $1.62
  • სოფია - $3.55
  • ბუდაპეშტი - $5.33
  • პრაღა - $5.48
  • ვარშავა - $4.56
  • ბერლინი - $8.11
  • პარიზი - $11.59
  • მადრიდი - $5.97
  • ლონდონი - $17.67
  • ვაშინგტონი - $11
  • ტორონტო - $12.88
მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ