LIVE
ვიდეო
13 ოქტ, 2021 17:02
ლარი გაუფასურდა - ოფიციალური გაცვლითი კურსი
827

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.1383 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.1329 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.54 თეთრი შეადგინა.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6291 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6204 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.87 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ