LIVE
ვიდეო
11 ოქტ, 2021 14:58
ღარიბაშვილი: სამშენებლო ნებართვების გაცემა მკაცრად უნდა გაკონტროლდეს
709

მთავრობა სამშენებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა. 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამშენებლო ნებართვის გაცემა მკაცრად უნდა გაკონტროლდეს.

"ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავამკაცროთ რეგულაციები. ნებართვის გაცემის პროცედურები უნდა გაკონტროლდეს მკაცრად და ასეთი შეცდომა მეორედ აღარ უნდა იქნას დაშვებული. მოგეხსენებათ, რომ პოლიციამ უკვე დააკავა 3 პირი, რომელიც იკვეთება ამ დანაშაულში, ამ უბედურ შემთხვევაში, ტრაგედიაში, დავარქვათ ამას გულგრილობა, თუ გაუფრთხილებლობა, ამას, ბუნებრივია, გამოძიება გასცემს პასუხს",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

8 ოქტომბერს ბათუმში კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი გარდაიცვალა. 

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ