LIVE
ვიდეო
05 ოქტ, 2021 18:10
საქართველოში სურსათის ბანკის შექმნა იგეგმება
593

პარლამენტი სურსათის ბანკის შექმნას გეგმავს. ინიციატივის მიხედვით, სოციალურად დაუცველები და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანები პირველადი მოხმარების სურსათს უსასყიდლოდ მიიღებენ. თავად ბიზნესმა კი ის პროდუქტი, რომელსაც მოხმარებისთვის ვარგისიანობა აქვს, საქველმოქმედო ორგანიზაციებს უნდა გადასცეს. აღნიშნული პროდუქცია გადასახადებისაგან გათავისუფლდება.

კერძო სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ინიციატივასთან დაკავშირებით დეპუტატებთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ, თავად აგრარულ კომიტეტში კი ირწმუნებიან, რომ ბიზნესის შენიშვნებს გაითვალისწინებენ. 

"თუ დაბალი რისკის მქონე სასურსათო პროდუქტების დონაციის სურვილი ექნება კონკრეტულ კომპანიას, ის რაოდენობა, რომელსაც გადასცემენ, აღწერილი  უნდა იყოს და ასეთი პროდუქტი გათავისუფლდება საშემოსავლო, დამატებული ღირებულებისა და სხვა გადასახადებისაგან. ამასთან, არის ხოლმე ცდუნებები, როდესაც საუბარი არის გადასახადების გათავისუფლებაზე. რომ არ იყოს გარკვეული ე.წ. შავი ხვრელები, მაქსიმალურად კანონმდებლობით უნდა იყოს დაცული ინიციატივა",- აცხადებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხატია წილოსანი "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას.

დეპუტატის თქმით, აღნიშნული ინიციატივა ქვეყნის მასშტაბით უვნებელ სურსათზე კიდევ უფრო მეტ ხელმისაწვდომობას გახდის შესაძლებელს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ