LIVE
ვიდეო
17 იან, 2024 12:50
წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე მუშაობას 4 ახალი კომპანია გააგრძელებს - ირაკლი ბენდელიანი
399

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტზე 4 ახალი კომპანია შეირჩა და ხელშეკრულებები უკვე გაფორმდა. კონტრაქტების ჯამური ღირებულება 17.5 მილიონი ლარია.

შერჩეული კომპანიებია: „ენკო“, „პარმა ჯგუფი“, „ჯეო გრუპი“ და „ბლექ სი გრუპი“.

„გავიარეთ ამ ოთხი კომპანიის დოკუმენტაცია და ამ წუთის მდგომარეობით, უკვე ამ ოთხ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია. კომპანიები უკვე ჩაერთნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში და მიმდინარეობს აქტიურად სამუშაოები“,- განაცხადა მერის მოადგილემ. 

პირობების დარღვევის გამო, მერიამ ხელშეკრულება ორ კომპანიას, შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპს" და შპს „ერ ტე დეს“ 15 იანვარს შეუწყვიტა. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის წერილების თანახმად, ორივე კომპანიას არაერთი დარღვევა უფიქსირდება: ხელშეკრულებით, კონტრაქტორებს 24-საათიან რეჟიმში უნდა ემუშავათ, რასაც არ ასრულებდნენ, იყო გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენაც. ამასთან ირკვევა, რომ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ შეფასებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ და პროექტთან შეუსაბამოდ მიმდინარეობდა.

უწყების წერილის თანახმად, „დღეის მდგომარეობით სამუშაოები ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის და სამსახურის მიერ ვერ კეთდება დაახლოებითი პროგნოზი სამუშაოების დასრულების ვადაზე“. 

მერიაში აცხადებენ, რომ წერეთლის გამზირზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა დათქმულ ვადაში, იანვრის ბოლომდე აღდგება.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ